სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულა კონფერენს საკვალიფიკაციო ლიგის მეორე ეტაპის განმეორებითი შეხვედრა დინამო თბილისსა და ჰამრუნს შორის, ანგარიშით 0:1.
ფაქტია, რომ მალტაში მინიმალური სხვაობით წაგების შემდეგ, ქართული კლუბი საკუთარ მოედანზე ფავორიტი იყო, თუმცა სიტუაცია განსხვავებულად წარიმართა. მიუხედავად დაცვაში ფრთხილი თამაშისა შეხვედრის 45-ე წუთზე სტუმრებმა მატჩში ერთადერთი გოლის გატანა მოახერხეს და კომფურტული უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა და დინამო ორი მატჩის ჯამში (1:3) კონფერენს ლიგას დაემშვიდობა.
90 წუთის ამოწურვის შემდეგ ქართველი გულშემატკივრები 'დინამოს' მარცხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ :
- "აბა ნაცი ფიფიასგან რას ელით"
- "სამარცხვინოებო.ბურთის გეშინიათ თქვე არაკაცებო.სადაა მონდომება,ჟინი.ქვეყნის სირცხვილია დინამო."
- "საშინელი გუნდი და უნიჭო მწვრთვნელი. ფიფამ გაყიდოს ეს სამარცხვინო გუნდი!"
- "სინდისი აღარ გაქვთ თქვე დედააფეთქებულებო? წაეთრიეთ სახლში თვენი პრეზიდენტიან მწვრთლენიანად."
- "მაგ მაისურის ტარებას არ იმსახურებთ"
- "უჯიგროები, უსისხლოები და უთავმოყვარეები.! სხვანაირად ვერ შეაფასებ."
- "ეს რა საჩემპიონო გუნდია ამათ 2 ძროხა არ ჩაბარდება ვერ ენდობი დაკარგავენ "
- "არანაირი სიწმინდე და პატივისცემა,მარტო BMW და აიფონ ბოლოს ყიდვის საშუალებაა დინამო თქვენთვის,შევარცხვინე თვენი მეობა და ფეხბურთელობა."
- " თბილისის დინამო გავაუქმოთ და ბათუმში ავაწყოთ ერთი კაი დინამო"
გეტყვით იმასაც, რომ ყაზახეთში მოგების მიუხედავად გათამაშებას ორი მატჩის ჯამის შედეგის მიხედვით ტორპედოს ქუთაისიც გამოეთიშა.