"აბა თქვენ იცით, გააოცეთ ტოტალიზატორები" - როგორი მოლოდინები აქვთ დინამოს ფანებს ჰამრუნთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"აბა თქვენ იცით, გააოცეთ ტოტალიზატორები" - როგორი მოლოდინები აქვთ დინამოს ფანებს ჰამრუნთან მატჩამდე

"აბა თქვენ იცით, გააოცეთ ტოტალიზატორები" - როგორი მოლოდინები აქვთ დინამოს ფანებს ჰამრუნთან მატჩამდე
3-08-2023, 15:23
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის ჰამრუნთან განმეორებით შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე საშინაო კედლებში გამართავს.

საინტერესოა თუ როგორი განწყობითა და მოლოდინებით ხვდებიან თბილისელები დინამოს დღევანდელ დაპირისპირებას:

"აბა თქვენ იცით ბიჭებო გააოცეთ მსოფლიო ტოტალიზატორი და დღესაც დათმეთ საკუთარ მინდორზე"

"ეს ეტაპი თუ დავძლიეთ რაც ძალიან რთული იქნება რასაც დინამო თამაშობს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მესამე საკვალიფიკაციოზე ფერენცვაროშთან დავასრულებთ გამოსვლას"

"წააგებენ"

"დინამო თამაშობს თორე რას ამბობ, უცბად არ მოიგონ ახლა"

"იმედია დღეს არ გახდებით დასაცინი და ჭიაბრიშვილო აბა შენ იცი, მარგველა და მალი დააყენე, იმედია სწორ დასკვნებს გამოიტანთ და გაივლით ამ ეტაპს"

"დინამო გავარდება"

"ჭიაბრიშვილო, ოსიყმაშვილს, მარგველაშვილს და ოსეის 1 წუთით თუ მაინც ათამაშებ შენი ფეხი აღარ ვნახო ქართულ ფეხბურთში საერთოდ! თქვენ კიდე ბიჭო მოინდომეთ და გახიეთ თავიდანვე პირველივე წუთიდან სწრაფ გოლზე და მარწუხებში მოაქციეთ რომ დუხი დაუვარდეთ!", - წერენ დინამოს ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი