3-ჯერ იაფად | ნიუკასლმა ახალი ვინგერი დაიმატა და ხვიჩასთვის აღარ იბრძოლებს » სპორტის ხაზი

3-ჯერ იაფად | ნიუკასლმა ახალი ვინგერი დაიმატა და ხვიჩასთვის აღარ იბრძოლებს

3-ჯერ იაფად | ნიუკასლმა ახალი ვინგერი დაიმატა და ხვიჩასთვის აღარ იბრძოლებს
27-07-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ნიუკასლ იუნაიტედთან დაკავშირებულმა ვებგვერდმა, კერძოდ Newcastletoons-მა ახალი სტატია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოაქვეყნა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ინგლისელები ქართველი ვინგერის გადაბირებას აღარ შეეცდებიან.

საქმე ისაა, რომ "კაჭკაჭებმა" ჩემპიონშიპში დაქვეითებული ლესტერ სიტიდან ჰარვი ბარნსი დაიმატეს, რომელიც ბოლო პერიოდში პრემიერ ლიგაში მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა და მისი უკეთეს გუნდში ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხი იყო.

როგორც ზემოაღნიშნულ გამოცემაში ვკითხულობთ, კვარაცხელიას ბარნსით ჩანაცვლება ხვიჩას მაღალმა სატრანსფერო ფასმა განაპირობა:

"ნიუკასლი ამ დრომდე აქტიურად ცდილობდა ნაპოლის სუპერვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას, თუმცა აურელიო დე ლაურენტისისგან დასახელებული 100 მილიონი ინგლისური კლუბის ბოსებისთვის ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა."

"ამ შემთხვევაში ნიუკასლის მორიგი ალტერნატივა ჰარვი ბარნსი იყო, რომელიც გუნდმა ლესტერიდან მხოლოდ 35 მილიონ ევროდ შეიძინა"
, - დაწერა ვებგვერდმა

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქართველი მოთამაშე ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან და ხელფასის გაორმაგებასთან ძალიან ახლოსაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი