როგორც იცით, ქართულ ფეხბურთში დამდგარი სატრანსფერო ბუმი გაბრიელ სიგუამაც განავრცო და დინამო თბილისიდან შვეიცარიულ ბაზელს შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ბაზელის ფანებისადმი მიმართვა ტრანსფერის გამოცხადებიდან საკმაოდ მალევე გაავრცელა:
"მოგესალმებით, მე ვარ გაბრიელ სიგუა, 18 წლის ნახევარმცველი საქართველოდან. მივმართავ გულშემატკივრებს, მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას და თქვენი გულის გახარებას", - თქვა სიგუამ