18 მილიონი მეცს - გიორგი მიქაუტაძით მორიგი პრემიერ ლიგის გუნდი ინტერესდება » სპორტის ხაზი

18 მილიონი მეცს - გიორგი მიქაუტაძით მორიგი პრემიერ ლიგის გუნდი ინტერესდება

18 მილიონი მეცს - გიორგი მიქაუტაძით მორიგი პრემიერ ლიგის გუნდი ინტერესდება
25-07-2023, 11:19
Aa Aa
გაზიარება:

იმ გუნდების სია, სადაც გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის ყველა მსურველია მოქცეული, უკვე საკმაოდ მსუყე და მოცულობითია.

ამჯერად უცხოურ მედიაში პრემიერ ლიგის მორიგი ბინადრის, შეფილდ იუნაიტედის შესახებ დაიწერა, რომელიც ფრანგულ კლუბს 18 მილიონსა და დამატებით ბონუსებს სთავაზობს.

Le10sport-მა დაწერა, რომ შეფილდმა ფრანგულ კლუბს აქამდე ყველაზე სარფიანი შეთავაზება გაუკეთა, რაზეც მეცს უარის თქმა უნდა გაუჭირდეს. მიუხედავად ამისა, არსებობს შანსი, რომ მეცი უკეთეს წინადადებას დაელოდოს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი რამდენიმე გრანდსაც კი დაუკავშირეს (მილანი, იუვენტუსი, ლაციო, ლიონი).

ცნობისთვის, შეფილდ იუნაიტედმა გასულ სეზონში ჩემპიონშიპის სეზონი სტაბილურად ჩაატარა და პრემიერ ლიგაში აღზევდა. პოლ ჰეკინბოტომის შეგირდებმა ჯამურად 91 ქულა მოიპოვეს და საბოლოოდ ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი