"შედეგის მიღება ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა მზადყოფნამ განაპირობა" - სტივ კინი » სპორტის ხაზი

"შედეგის მიღება ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა მზადყოფნამ განაპირობა" - სტივ კინი

"შედეგის მიღება ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა მზადყოფნამ განაპირობა" - სტივ კინი
21-07-2023, 11:47
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ შეხვედრაში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო ბოსნიურ სარაევოს ესტუმრა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სწორედ ამის გამო ბოსნიაში მაყურებელმა პენალტების სერია იხილა, რომელიც 4:2 ქუთაისელებმა მოიგეს და 1/4 ფინალში კვალიფიცირდნენ.

აი, რა კომენტარი გააკეთა სტივ კინმა მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ:

"მადლობა კარგი მასპინძლობისთვის. რთული მატჩი იყო. ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლი გავუშვით. საბედნიეროდ, გათანაბრება მოვახერხეთ. ბედნიერები ვიყავით, როდესაც მსაჯმა მატჩი დაასრულა."

"მოთამაშეები ამ მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მოვამზადე. მინდოდა, რომ არ ენერვიულათ. ზოგიერთს ამხელა აუდიტორიის წინაშე არასდროს უთამაშია. ყველას შევაქებ, რადგანაც მცირე დროში ფიზიკურად მაგრად მოემზადნენ. როცა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძლიერი გუნდი გყავს, შედეგი როგორმე უნდა მიიღო და ჩვენ ეს შევძელით."


ცნობისთვის, ქუთაისის ტორპედო მომდევნო შეხვედრას ყაზახური აკტობეს წინააღმდეგ გამართავს. პირველი შეხვედრა (შინ) 27 ივლისს გაიმართება, მეორე კი 3 აგვისტოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი