ფრანგულ მედიაში, კერძოდ Canal Plus-ის ვებგვერდზე სტატია სერხიო რამოსისა და ნაპოლის კავშირის შესახებ გამოქვეყნდა. როგორც ვკითხულობთ, აურელიო დე ლაურენტისს ესპანელის გადაბირება აქვს გადაწყვეტილი.
ამავე წყაროსგან ვიგებთ, რომ პარტენოპეის პრეიზდენტი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთან მოლაპარაკებებს ამ თვის დასაწყისიდან აწარმოებს, თუმცა მისი გასაჯაროვება ჯერ არ სურს.
საგულისხმოა, რომ ნაპოლის სურვილთან ერთად რამოსს შეთავაზებები საუდის არაბეთიდანაც აქვს და იმ შემთხვევაში თუ სერხიო პრიორიტეტს ანაზღაურებას მიანიჭებს, მაშინ ნაპოლი არაბებს კონკურენციას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის სერხიო რამოსმა პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონის რანგში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.