უდიდესი მიღწევა - ხვიჩა კვარაცხელიამ რონალდოების შედეგი გაიმეორა! » სპორტის ხაზი

უდიდესი მიღწევა - ხვიჩა კვარაცხელიამ რონალდოების შედეგი გაიმეორა!

უდიდესი მიღწევა - ხვიჩა კვარაცხელიამ რონალდოების შედეგი გაიმეორა!
3-06-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელია საოცარი სეზონის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ სერია A-ს სადებიუტო სეზონში წლის MVP-ის ტიტულის მოგება ამ დრომდე საკმაოდ ცოტა მოთამაშემ შეძლო, თუმცა მათი სია საკმაოდ შთამბეჭდავია.

აღნიშნული პრიზის მიღება პირველივე სეზონში თვით ისეთმა ფეხბურთელებმა შეძლეს, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო, რიკარდო კაკა და კარლოს ტევესი არიან, ახლა კი კვარაცხელია ამავე სიის დამსახურებული მონაწილე გახდება!

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ტალანტმა მიმდინარე სერია A-ში 12 გოლი გაიტანა, რასაც 10 საგოლე გადაცემაც დაურთო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი