ჰარი კეინი პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადავიდა » სპორტის ხაზი

ჰარი კეინი პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადავიდა

ჰარი კეინი პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადავიდა
7-05-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ტოტენჰემის თავდამსხმელი ჰარი კეინი პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადავიდა!

"დეზების" თავდამსხმელმა 209-ე გოლი კრისტალ პალასის კარში გაიტანა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას, უეინ რუნის ერთი გოლით გადაასწრო. სათქმელია, რომ მას ამის გასაკეთებლად რუნიზე 174-ით ნაკლები მატჩი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ "სპურსის" მეათე ნომერს ინგლისის პრემიერ ლიგის თამაშში საშუალოდ 0.66 გოლი გააქვს, მასზე უკეთესი მაჩვენებელი კი მხოლოდ სერხიო აგუეროს აქვს - 0.67.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერია, რომელსაც ჯამში 260 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი