როგორც იცით, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ში მეცთან ერთად შესანიშნავად თამაშობს, რაც მის პირად სტატისტიკაზეც აისახება.
ქართველი ფორვარდი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია, მას 32 თამაშში 20 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს მითვლილი.
აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში ლიგა 2-ის ერთ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი 2007/2008 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც ლე ავრის ფეხბურთელმა, კერძოდ გიიომ ოარომ 28 გოლი გაიტანა და ტურნირის ბომბარდირი გახდა.
ამდენად, გიორგი მიქაუტაძეს ოაროს რეკორდის განმეორებისთვის და დამატებით 8 გოლის გასატანად კიდევ 5 მატჩი აქვს დარჩენილი. ალბათ, ხუთ შეხვედრაში რვა გოლის გატანა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გიორგის ფანტასტიკური სათამაშო ფორმა გამორიცხულს არაფერს ხდის..