მოგეხსენებათ, სადიო მანეს ბაიერნში ტრანსფერი ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, რაც ნაწილობრივ სენეგალელი შემტევის დიდხნიანი ტრავმის გამოცაა განპირობებული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეკორდმაისტერის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 30 წლის შემტევი უახლოეს მომავალში თამაშის ხარისხს გააუმჯობესებს.
"სადიო ბაიერნში ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია - ეს მისთვის ახალი რეალობაა აღმოჩნდა, რადგან ლივერპულში ასეთ ხარისხიან კონკურენციაში არ ყოფილა.
ის მწვრთნელისგან და ჩვენგან სრულ მხარდაჭერას იღებს. გვსურს, რომ საფეხბურთო კუთხით აფეთქდეს და შესაძლოა, ყოველივე ეს მალე გვაჩვენოს, მასში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა კანმა.