"აპრილშიც იგივე მოხდება" - როგორ ეხმაურებიან უცხოელები ხვიჩას თვის საუკეთესო ჯილდოს? » სპორტის ხაზი

"აპრილშიც იგივე მოხდება" - როგორ ეხმაურებიან უცხოელები ხვიჩას თვის საუკეთესო ჯილდოს?

"აპრილშიც იგივე მოხდება" - როგორ ეხმაურებიან უცხოელები ხვიჩას თვის საუკეთესო ჯილდოს?
30-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი კვარამ უკვე მესამედ მოიპოვა, რაც იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში არასდროს მომხდარა.

აი, როგორ ეხმაურებიან უცხოელი გულშემატკივრები ქართველი ფეხბურთელის მორიგ წარმატებას:

"ის მისტერ 77 ნომერია, მსოფლიოში საუკეთესო 77 ნომერი"

"წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გზაშია"

"აპრილშიც იგივე მოხდება"

"კვარაცხელია ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

"მის გვარს ისევ ვერ წარმოვთქვამ, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ეს ბიჭი განსაკუთრებულია"

"ხვიჩა ჩვენი, ნიგერიელების ძმაა და მათი სახელით გილოცავთ"

"ამ ბიჭს დიდი კლასი აქვს, მაგრამ ოსიმენს ჩაგრავენ?"

"ნაპოლიმ მასში მხოლოდ 10 მილიონი დახარჯა, სრული სიგიჟეა"

"ოსიმენს კანის ფერის გამო არ აძლევენ ჯილდოს?"

"თავიდან კვარადონას მეტსახელი გადაჭარბებული მეგონა, თუმცა ახლა ჩემს თავზე თავადვე ვიცინი"

"ლივერპულელებს მოგმართავთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კვარა ენფილდზე ვნახოთ"

"ამ სეზონში მთავარი ფეხბურთელია, იმედი მაქვს, რომ ოქროს ბურთზეც იტყვის თავის სიტყვას"

"არაფრიდან მოვიდა და ყველაფერს იგებს, ასეთი რამ არასდროს მინახავს"

"საქართველოში ჯადოქრები ცხოვრობენ? საიდან ასეთი ტალანტი?"

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 12 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი