გუშინდელმა ნაპოლის ფანტასტიკურმა თამაშმა და იუვენტუსის განადგურებამ უამრავი ადამიანი შოკში ჩააგდო. ცნობისთვის, ალეგრის ბიჭებს სერია A-ში ზედიზედ 8 თამაშში არ ჰქონდათ გოლი გაშვებული, ნაპოლისგან კი ერთბაშად 5 ბურთი მიიღეს!
რასაკვირველია, ნაპოლის გამარჯვება გუნდურობისა და ერთიანი სულისკვეთების დამსახურებაა, თუმცა მაინც არსებობს ბიჭი, რომელმაც კლუბს მაშინ ულიდერა, როდესაც ნაპოლის ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ის ხვიჩა კვარაცხელიაა და ამას კიდევ რამდენჯერ ვიტყვით, რთული დასათვლელია.
ქართველი ფეხბურთელის ტრიუმფალურ თამაშს არაერთი სპორტული გამოცემა გამოეხმაურა, რომელთა შეფასებების ნახვაც ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. ახლა კი, ადგილი უცხოელ გულშემატკივრებს დავუთმოთ, რომლებმაც კვარას ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ემოციები არ დამალეს და ქართველისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურეს - იხილეთ ფოტოები.