საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის შემტევისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის მარტის თვე პროდუქტიული გამოდგა.
ამ თვეში ქართველმა გარემარბმა ნაპოლის მაისურით 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
მოგეხსენებათ, რომ ორი გოლიდან ხვიჩამ ერთ-ერთი გასპერინის ატალანტას გაუტანა, რომლის სილამაზემაც ყველა კონკურენტი დაჩრდილა.
რამდენიმე წუთის წინ, იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, რომ ხვიჩას ეს მშვენება მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა!