ოფიციალურად, მიუნხენის ბაიერნმა და ალიანსმა ერთმანეთთან სასპონსორო ხელშეკრულება 2033 წლამდე გაახანგრძლივეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიერნის საშინაო არენას მომდევნო 10 წლის განმავლობაში კვლავ ალიანს არენა ერქმევა.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ბაიერნი ამ თანამშრომლობის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 130 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, წინა კონტრაქტით ბაიერნი კომპანიისგან ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს იღებდა.