“ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩრდილო მაკედონიელმა გორან პანდევმა kiss kiss Napoli-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა და მათი წლევანდელი სანახაობრივი თამაში აღნიშნა.
“ნაპოლის ნამდვილად შეუძლია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებული რაიმე შექმნას, ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, გუნდი მოედანზე ყოფნით სიამოვნებას იღებს. სპალეტიმ ბრწყინვალე სამუშაო გასწია და ვფიქრობ, ნეაპოლი ამას ნამდვილად იმსახურებდა. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლიათ.
კვარაცხელია ძალიან მომწონს და იმავეს ვიტყვი ნაპოლის შეტევის ხაზზე. პარტენოპეის შემტევები სწრაფები არიან, შეუძლიათ, სიღრმეებში შეიჭრან და მეტოქეებზე წავიდნენ. ლაციოსთვის ამ ნაპოლის შეჩერება ურთულესი იქნება.”