"კვარაცხელია ნიუკასლში? ეს.." | კრისტიანო ჯიუნტოლის განმარტება » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ნიუკასლში? ეს.." | კრისტიანო ჯიუნტოლის განმარტება

"კვარაცხელია ნიუკასლში? ეს.." | კრისტიანო ჯიუნტოლის განმარტება
17-12-2022, 22:15
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც აქტიურად იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით ნიუკასლი სერიოზულადაა დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კაჭკაჭების" ახალი მფლობელები მზად არიან, რომ ქართველში 50 მილიონი გადაიხადონ, რაზეც ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"არ არსებობს რაიმე შანსი, რომ ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია გაყიდოს. ჩვენ არცერთ შეთავაზებას არ განვიხილავთ, კვარაცხელია 100%-ით ჩვენთან რჩება." - კრისტიანო ჯიუნტოლი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი