რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის სრული განაცხადი დაასახელა, სადაც ვერ მოხვდა ბოლო წლების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი.
რასაკვირველია, ვილი სანიოლმა ამ გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა და თქვა: "ყაზაიშვილის ნაკრების მიღმა დატოვების გადაწყვეტილება ფედერაციასთან საერთო შეთანხმების საფუძველზე მივიღე, მიზეზი კი, ის ცნობილი და გახმაურებული ფაქტი იყო." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გასაჯაროვდა, სადაც ის დაჟინებით მოითხოვს, რომ ყაზაიშვილი ნაკრებში გამოძახებული აუცილებლად უნდა იყოს.