ავსტრალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩზე დიდი არეულობა იყო. გულშემატკივრის მხრიდან მოედანზე ნასრული პიროტექნიკა მეკარემ უკან დააბრუნა, რამაც ხალხის გაღიზიანება გამოიწვია და "მელბურნის" კარის დარაჯს თავს დაესხნენ. შეხვედრა მხოლოდ 21 წუთის მანძილზე გაგრძელდა. 24 წლის მეკარემ მოედანი საბედნიეროდ ჯანმრთელმა დატოვა, გასახდელამდე იგი დაცვის ესკორტმა მიაცილა.