არგენტინისა და ავსტრალიის შეხვედრის 77-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შემცირდა. ავსტრალიის მხრიდან არგენტინელთა კარის აღებისთვის გუდვინი იბრძოდა და შორიდანაც გაისროლა. დარტყმის შემდგომ ბურთი თავზე ენცო ფერნანდესს მოხვდა და კარში წავიდა.