კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სენსაციების გარეშე არ ჩაუვლია და ერთ-ერთი მთავარი სენსაცია გულშმატკივრებისთვის მაროკოს ნაკრები აღმოჩნდა.
ვალიდ რეგრაუის გუნდმა ჯერ რთული ჯგუფიდან, სადაც ხორვატია, ბელგია და კანადა ჰყავდა, წაუგებლად, პირველი ადგილით დაასრულა, შემდეგ კი პლეი-ოფებში ჯერ ესპანეთის ნაკრები გააგდო, შემდეგ კი პორტუგალია. საბოლოოდ, მაროკოელები ნახევარ-ფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებთან 0:2 დამარცხდნენ და ისტორიაში პირველი აფრიკული გუნდი გახდა, ვინც მუნდიალების ისტორიაში ამ ეტაპამდე მიაღწია.
ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ მაროკოელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰაკიმ ზიეშმა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ბონუსი ($325 000) სრულად გადარიცხა მაროკოში გაჭივრებული მოსახლეობის დასახმარებლად.