"კლოპის ნაცვლად, მის მოყვანაზე უნდა ვიფიქროთ" - ფედელეს რჩევა ლაურენტისს » სპორტის ხაზი

"კლოპის ნაცვლად, მის მოყვანაზე უნდა ვიფიქროთ" - ფედელეს რჩევა ლაურენტისს

"კლოპის ნაცვლად, მის მოყვანაზე უნდა ვიფიქროთ" - ფედელეს რჩევა ლაურენტისს
28-05-2025, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა ცნობილმა ფიგურამ, ენრიკო ფედელემ, რომელიც წარსულში "პარმას" სპორტული დირექტორი იყო, "ნაპოლის" შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაზე თავისი აზრი გამოთქვა.

მისი თქმით, ანტონიო კონტეს გუნდის დატოვება პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ხოლო მის შემცვლელად საუკეთესო ვარიანტი მასიმილიანო ალეგრი იქნებოდა.

ვფიქრობ, იურგენ კლოპი ნეაპოლური კლუბისთვის შესაფერისი არ არის. ალეგრი უნდა მიიწვიონ – შეიძლება მისი ფეხბურთი თვალსაჩინო არ იყოს, მაგრამ შედეგიანია. ის ისეთივე წარმატებული სტრატეგიაა, როგორიც ტრაპატონი და კაპელო იყვნენ თავის დროზე“, – განაცხადა ფედელემ ტელეკომპანია Campania-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ალეგრი 2024 წლის შემდეგ უგუნდოდაა – ის "იუვენტუსმა" არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი