იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას რომასთან ნაჩვენები თამაში შეაფასა და ქართველს საინტერესო რჩევა მისცა.
პირველ წლებში მას არავინ იცნობდა, შესაბამისად, მის მოძრაობებსაც ვერავინ ხვდებოდა, ახლა კი მცველებმა და მწვრთნელებმა მისი თამაშის სტილი შეისწავლეს, რის გამოც ხვიჩამ ცვლილებები უნდა დანერგოს.
როდესაც პირველ დრიბლინგს გააკეთებს და მეტოქეს გაცდება, შემდეგ სულ სიღრმეში უყვარს შესვლა, რაც უნდა შეწყვიტოს. მან მეტოქის ჩამოტოვების შემდეგ ან უმალვე პასი უნდა გასცეს, ან დარტყმაზე იფიქროს, სხვა მხრივ მის თამაშს უკვე წინასწარ ხვდებიან და სიჯიუტე არაფერს მოუტანს.
- თქვა ფედელემ.