სულ ცოტა ხნის წინ Geo Team-მა გამოაქვეყნა სასიხარულო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი დანიის ლიგის გამარჯვებული გახდა.
24 წლის ქართველმა მცველმა კოპენჰაგენის რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩემპიონობა გიორგისთვის ახლა ორმაგად მნიშვნელოვანია. ერთია სპორტული წარმატება, მეორე კი ცხოვრებისეული, რომელიც მისმა ოჯახმა საბედნიეროდ გამარჯვებით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილი კოპენჰაგენში შახტარტიდან იჯარის წესით იმყოფებოდა.