31 მაისს პარი სენ-ჟერმენისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს ეთამაშება, რომელმაც ფანტასტიკურად მოთამაშე ბარსელონა გამოთიშა ტურნირს.
სეზონის დამაგვირგვინებელ მატჩზე თავისი ვარაუდი გამოთქვა სუპერკომპიუტერმა, რომლის აზრითაც ფრანგები იტალიელებს 2:1-ს დაამარცხებენ.
პარიზელთა ამჟამინდელი სათამაშო ფორმა და ულევი ტალანტი შეტევით ფაზაში დაუძლეველი ძალა აღმოჩნდება. მიუხედავად ამისა, ინტერი დიდ წინააღმდეგობას შექმნის თავისი გამოცდილებისა და ტაქტიკური განსწავლულობის ხარჯზე.
- ამბობს ხელოვნური ინტელექტი.
შეგახსენებთ, რომ ინტერმა ბოლოს ჩემპიონთა ლიგა 2010 წელს მოიგო, პარიზელებისთვის კი სადებიუტო გამარჯვება იქნება.