"მანჩესტერი დაბრუნდება, პასუხისმგებლობას ვიღებ" - რუბენ ამორიმი » სპორტის ხაზი

"მანჩესტერი დაბრუნდება, პასუხისმგებლობას ვიღებ" - რუბენ ამორიმი

"მანჩესტერი დაბრუნდება, პასუხისმგებლობას ვიღებ" - რუბენ ამორიმი
25-05-2025, 19:34
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელმა დამრიგებელმა, რუბენ ამორიმმა მედიასთან ისაუბრა და პირობა დადო, რომ კლუბს ძველებურ დიდებას დაუბრუნებს.

მინდა, რომ ეს საშინელი თავი მალე დავხურო. პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც ზაფხულში მივიღებ. ვიცი, რომ წინ დიდი მომავალი გველოდება. მანჩესტერი დაბრუნდება!

- თქვა ამორიმმა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი პრემიერ ლიგაში საშინლად გამოიყურებოდა, რუბენმა იუნაიტედი ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა, რასაც ცოტა თუ იფიქრებდა.

მომავალ სეზონში მანჩესტერი მხოლოდ შიდა ჩემპიონატში იასპარეზებს და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას შეეცდება. ყოველ შემთხვევაში, ეს ისაა, რისიც ამორიმს სჯერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი