უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ახალი სეზონიდან ლივერპულს დატოვებს და მადრიდის რეალს შეუერთდება.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ რეალი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და დაცვის სერიოზულად გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.
როგორც ირკვევა, სამეფო კლუბის კიდევ ერთი სამიზნე უილიამ სალიბაა, რომელიც პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, ამის გამო კი არსენალთან მოლაპარაკება იოლი სულაც არ იქნება.
მიუხედავად ამისა, ესპანელები უკან დახევას არ აპირებენ. რეალი მაინც ჩაერთვება მოლაპარაკებებში და დააკვირდება თუ როგორ პოზიციას დააფიქსირებს როგორც ფეხბურთელი, ისე ლონდონური კლუბი.