20-წლიანი თავგადასავალი დასრულდა - არნოლდი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს » სპორტის ხაზი

20-წლიანი თავგადასავალი დასრულდა - არნოლდი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს

20-წლიანი თავგადასავალი დასრულდა - არნოლდი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს
გუშინ, 14:59
Aa Aa
გაზიარება:

„ლივერპულის“ დაცვის ხაზის ერთ-ერთი სიმბოლო, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ზაფხულში მერსისაიდულ კლუბს დატოვებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა თავად დაადასტურა და ემოციური წერილით დაემშვიდობა კლუბს, სადაც კარიერა ბავშვობაში დაიწყო.

დადგა მომენტი, როდესაც უნდა გამოვაცხადო – ამ ზაფხულს „ლივერპულს“ ვემშვიდობები. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება. 20 წელი აქ გავატარე – აკადემიიდან პირველ გუნდამდე და ყოველდღე ვგრძნობდი განსაკუთრებულ მხარდაჭერას. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ გზაზე მახალისებდა. რაც არ უნდა მოხდეს, ეს კლუბი და ქალაქი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება,“ – დაწერა არნოლდმა სოციალურ ქსელში.

ტრენტი „ლივერპულის“ აკადემიის კურსდამთავრებულია და მთავარ გუნდში 352 მატჩში ითამაშა. ამ დროის განმავლობაში მან 23 გოლი გაიტანა და 92 საგოლე პასი გააკეთა. არნოლდმა კლუბთან ერთად მოიპოვა პრემიერ ლიგის 2 ტიტული, ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, FA თასი, ინგლისის ლიგის თასი (ორჯერ) და ინგლისის სუპერთასი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი