როგორც ესპანური Marca იტყობინება, ლივერპულის განაპირა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რეალის წინადადებას დათანხმდა.
იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბს არნოლდის დამატება სურდა, უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცოდით და როგორც ჩანს, ახალი სეზონიდან ტრენტი ლა ლიგაში ითამაშებს.
ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტის დეტალები. ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ მადრიდელთა წინადადებას ინგლისელმა მცველმა მწვანე შუქი აუნთო.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულში 2016/2017 წლების სეზონიდან თამაშობს. მას სხვაგან არსად უთამაშია.