ფეხბურთის სამყაროში უდიდესი ტრანსფერი რეალური ხდება — ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ დაცვის ლიდერი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.
ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ფეხბურთელი „ლივერპულს“ ემოციური მესიჯით უკვე დაემშვიდობა. მისი გადმოსვლა ესპანურ გრანდში სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება — მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ხუთწლიან კონტრაქტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
ტრენტმა კარიერის უმეტესი ნაწილი „ლივერპულში“ გაატარა და ინგლისურ გრანდთან ერთად თითქმის ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის რამდენიმე კვირის წინ პრემიერლიგის ტიტულიც მოიპოვა.