ბეტისი ანტონის შენარჩუნებას აპირებს - მანჩესტერი საქმეში მალე ჩაერთვება » სპორტის ხაზი

ბეტისი ანტონის შენარჩუნებას აპირებს - მანჩესტერი საქმეში მალე ჩაერთვება

ბეტისი ანტონის შენარჩუნებას აპირებს - მანჩესტერი საქმეში მალე ჩაერთვება
3-05-2025, 14:43
Aa Aa
გაზიარება:

ვერავინ იფიქრებდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედიდან წამოსული ანტონი ბეტისში ასეთ დონეზე ითამაშებდა, თუმცა ბრაზილიელმა ვინგერმა სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალა და ახლა სევილიელებს მისი შენარჩუნება აქვთ გადაწყვეტილი.

ამ დრომდე 25 წლის სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა ბეტისის მაისურით ყველა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, ეს ციფრები კი იუნაიტედში ანტონისთვის სანატრელიც კი იყო.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანური კლუბი ყველა ღონეს იხმარს, რომ ანტონი გუნდში დაიტოვოს და მომავალი სეზონიდან უკეთესი მიზნებისთვის იბრძოლოს, მანჩესტერ იუნაიტედთან კი მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

სავარაუდოდ, ინგლისელები ტრანსფერს ხელს არ შეუშლიან, რადგან მანჩესტერს თანხა დარჩება, ბეტისს კი კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი