საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტედან სპორტინგში გადავიდა, სადაც თამაშს გიორგი ახალი სეზონიდან დაიწყებს.
გარდა იმისა, რომ სპორტული თვალსაზრისით ქოჩორაშვილი გაცილებით კარგ კლუბში ითამაშებს, ასევე საგრძნობლად გაიზრდება მისი ხელფასიც.
ლევანტეში 25 წლის ნახევარმცველს კვირაში 8200 ევროს უხდიდნენ, ლისაბონის სპორტინგში კი 20000 ევროს გადაუხდიან.