იტალიური გრანდი „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შემტევის დამატებას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს განიხილავს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttosport ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტურინული კლუბი მიზნად ისახავს შეტევის ხაზის გაძლიერებას და მიქაუტაძე მათ სიაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში წარმატებული სეზონი ჩაატარა – ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 16-ჯერ შეძლო გოლის გატანა და თანაგუნდელებს 11 საგოლე გადაცემაც გაუკეთა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „ლიონთან“ მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.