"ბეტისის" 23 წლის მარცხენა მცველმა ხუან მირანდამ შეიძლება კარიერა ნეაპოლში გააგრძელოს, - იტყობინება იტალიური გამოცემა "კალკიომერკატო"
გამოცემის ცნობით, მირანდას სამსახურით "მილანი" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებული, სევილიურ კლუბს კი მისი გაყიდვა სურს, რადგან ხელშეკრულება თანამშრომლობას 2024 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს.
"ბეტისი" მირანდას 4 მილიონ ევროდ აფასებს. ის ადრე "ბარსელონასა" და "შალკეში" თამაშობდა, ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, რომ "ბეტისს" ტრანსფერზე "მილანი" უკვე შეუთანხმდა, თუმცა საქმეში შეიძლება "ნაპოლი" ჩაერიოს, რომელსაც მარიო რუისა და მატიას ოლივეირას ტრავმების გამო დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს.
ესპანელს ამ სეზონში "ბეტისში" ყველა ტურნირზე 12 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.