გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ ემირეითსზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. გაკეთებული საგოლე გადაცემის გარდა, კვარაცხელია სხვა არაერთ კომპონენტში იყო გამორჩეული, რის გამოც ქართველმა საკმაოდ კარგი სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა, - 7.9.
აი, რას წერს ინგლისური Daily Mail ქართველზე, რომელმაც მთელი ბრიტანეთი აღფრთოვანებული დატოვა:
მან არსენალი ნამსხვრევებად აქცია. ჩვენ არასდროს გვინახავს ისეთი მოთამაშე, როგორიც ქართველი გენიოსია. ის არ დადის, ის მუდამ გარბის, უტევს იქ, სადაც დიდი საფრთხე იქმნება. ცხელი კარაქი დანით უფრო მარტივად იჭრება, ის ჭრილობა კი არსენალს სწორედ კვარაცხელიამ მიაყენა.
ხვიჩას წინააღმდეგ ჯერ ერთი მცველი ორად იქცა, შემდეგ სამად, ბოლოს კი ტიმბერის ეპიზოდში მსაჯს პენალტის დანიშვნა თავისუფლად შეეძლო. ტიმბერი ბოლოს ჩარტყმაზე გადავიდა, ის თამაშისგან სიამოვნებას ვერ იღებდა. მეორე ტაიმში ხვიჩამ ხმალი ფარზე გაცვალა და დაცვაში თამაში დაიწყო. ხვიჩა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი იყო ყველა იმ ჩვენებისთვის, რასაც ტიმბერს უკეთებდა.
- წერს ინგლისური გამოცემა.