ბარსელონა - ინტერი | სავარაუდო შემადგენლობები » სპორტის ხაზი

ბარსელონა - ინტერი | სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა - ინტერი | სავარაუდო შემადგენლობები
30-04-2025, 15:14
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ბარსელონა ინტერს უმასპინძლებს.

ჰანსი ფლიკის გუნდი შესანიშნავ განწყობაზეა. სულ რამდენიმე დღის წინ ბლაუგრანამ მადრიდის რეალი კოპა დელ რეის ფინალში დაამარცხა და უმნიშვნელოვანეს შეეხვედრას მოპოვებული ტიტულით ხვდება.

რაც შეეხება ინტერს, აქ სიტუაცია ძალიანაა არეული. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიმონე ინძაგის გუნდმა ზედიზედ უკვე სამი შეხვედრა წააგო, რაც მისი ფორმაციის ინტერისთვის ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

აი, როგორ შემადგენლობებს ელიან გამოცემები ბარსელონასგან და ინტერისგან:

ბარსელონა - შესნი, მარტინი, ინიგო, კუბარსი, კუნდე, დე იონგი, პედრი, ოლმო, იამალი, რაფინია, ფერანი.

ინტერი - ზომერი, ბისეკი, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, ლაუტარო, ტურამი.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

ბარსა მოიგებს

30 აპრილი 2025 21:19
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი