ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აგორდა სახალისო თემატიკა, რომელიც UFC-ის მებრძოლებს 1 გორილას წინააღმდეგ წარმოიდგენს.
ორგანიზაციამ ამ თემაზე კითხვა ბევრ სხვასთან ერთად მერაბ დვალიშვილსაც დაუსვა, რომელმაც თქვა, რომ ერთ გორილას იოლად დაამარცხებდა.
ეს იოლი იქნებოდა. მე ჭკვიანი და ძლიერი ვარ, ყოველდღიურად ვვარჯიშობ. გორილას წავაქცევ და დავარტყამ. მარტივია, თუნდაც 272 კილოგრამს იწონიდეს, მას მარტივად დავამარცხებდი.