სუპერკომპიუტერმა ნაპოლის ჩემპიონობის შანსები გამოთვალა » სპორტის ხაზი

სუპერკომპიუტერმა ნაპოლის ჩემპიონობის შანსები გამოთვალა

სუპერკომპიუტერმა ნაპოლის ჩემპიონობის შანსები გამოთვალა
დღეს, 11:48
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს 34-ე ტური გადამწყვეტი აღმოჩნდა სატურნირო ცხრილის სათავეში მიმდინარე დაძაბული კონკურენციისთვის. „ნაპოლიმ“ შინ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – ნეაპოლელებმა „ტორინო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხეს და კვლავ პირველ ადგილზე მოექცნენ.

ამ წარმატების შემდეგ ნეაპოლურმა გუნდმა სატურნირო ცხრილში 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა უშუალო მდევარ „ინტერზე“. ეს ცვლილება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Opta-ს სუპერკომპიუტერის გათვლებში ლიდერიც შეცვლილიყო.

ანალიტიკური პლატფორმის განახლებული პროგნოზის მიხედვით, „ნაპოლის“ შანსი სკუდეტოს დასაუფლებლად 81.3%-ია, რაც ნათლად ასახავს გუნდის მყარ პოზიციას სეზონის ამ ეტაპზე. შედარებისთვის, „ინტერის“ გამარჯვების ალბათობა ახლა მხოლოდ 18.7%-ს შეადგენს.

საინტერესოა, რომ მიმდინარე ტურის წინ მდგომარეობა სრულიად განსხვავებული იყო – მაშინ Opta „ინტერს“ უპირატესობას ანიჭებდა და მისი საჩემპიონო შანსი 55.8%-ად ითვლებოდა.

მიუხედავად ამისა, დარჩენილი ტურები და მოულოდნელობები ჯერ კიდევ არაერთი სიურპრიზის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი