იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღეა დარჩენილი, სტატისტიკური ცენტრის, Opta-ს სუპერკომპიუტერმა კი სერია A-ს საჩემპიონო მარათონის შესახებ საკუთარი ვარაუდი გაგვაცნო.
როგორც ვნახულობთ, სუპერკომპიუტერი თვლის, რომ სიმონე ინძაგის ინტერი ჩემპიონის ტიტულს დაიცავს და იტალიის პირველობას კიდევ ერთხელ მოიგებს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის, ხელოვნურ ინტელექტს კონტეს გუნდისთან მაინცდამაინც დიდი მოლოდინები არ აქვს.
სუპერკომპიუტერის აზრით, კვარას გუნდი იტალიის ჩემპიონატის მე-8 ადგილს დაიკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც კი ვერ მოხვდება.