მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ექიმებმა მწვანე შუქი აუნთეს.
გერმანელი მეკარე, რომელმაც სეზონის დასაწყისში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად და უახლოეს შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს.
მისი დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესპანეთის თასის ფინალისთვის, სადაც 26 აპრილს, "ბარსა" სევილიაში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ტერ შტეგენის არყოფნის პერიოდში კატალონიელებმა პოლონელი მეკარე ვოიცეხ შესნი აიყვანეს, რომელიც თავდაპირველად სეზონის ბოლომდე ძირითად გოლკიპერად ითვლებოდა. თუმცა, გერმანელის აღდგენის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში დაიბრუნებს ადგილს.