პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, კატარული ტელევიზია Al-Kass-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული უცნობი ეპიზოდი გაამჟღავნა. მისი თქმით, ქართველმა შემტევმა მიუნხენში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, იმდენად ძლიერი, რომ მოედნიდან გასვლა ვეღარ შეძლო.
ალ-ხელაიფის თქმით, ტრავმის მომენტი განსაკუთრებით დამთრგუნველი იყო: „მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც სერიოზული მოხდა. მისი მდგომარეობა ძალიან მაწუხებდა. მაგრამ მეორე დღეს ხვიჩამ თავისი ნებისყოფა და სიყვარული ფეხბურთისადმი სრულად დაგვანახა.“
მიუხედავად მედიკოსების და კლუბის რეკომენდაციების, კვარაცხელია არ დაეთანხმა ვარჯიშიდან გათავისუფლებას და მოითხოვა, რომ მომდევნო მატჩისთვის მზად ყოფილიყო. ლუის ენრიკემ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხუმრობითაც კი აღნიშნა: „ხვიჩას ისეთი მონდომება ჰქონდა, მზად იყო ერთი ფეხითაც კი ეთამაშა.“
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროფესიონალიზმსა და მოტივაციას, რასაც ხვიჩა კვარაცხელია ყოველ მატჩში გამოხატავს. როგორც ალ-ხელაიფიმ აღნიშნა, სწორედ ასეთი მენტალიტეტი განასხვავებს ნამდვილ ვარსკვლავებს სხვებისგან — ფეხბურთელებს, რომლებსაც თამაში ნამდვილად უყვართ და მოედანზე ბავშვური ენთუზიაზმით გადიან.