ნასერ-ალ ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კლუბის 600 წევრი დაპატიჟა » სპორტის ხაზი

ნასერ-ალ ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კლუბის 600 წევრი დაპატიჟა

ნასერ-ალ ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კლუბის 600 წევრი დაპატიჟა
დღეს, 00:29
Aa Aa
გაზიარება:

"პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალზე კლუბის 600 თანამშრომელი მიიწვია. ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.

როგორც გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ სტრუქტურაში დასაქმებულებმა მიიღეს, პრეზიდენტი სრულად დაფარავს როგორც მატჩის ბილეთების, ასევე ფრენის ხარჯებს.

გარდა ამისა, ალ-ხელაიფის გადაწყვეტილებით, კლუბის თანამშრომლები პრემიასაც მიიღებენ იმ ბონუსიდან, რომელიც მანამდე მხოლოდ ფეხბურთელებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ნაბიჯი გუნდის მიღწევებისა და ერთობლივი შრომის აღიარებად აღიქმება.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს მიუნხენში გაიმართება, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი