ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მორიგი ისტორიული ნაბიჯი გადადგა შერეულ ორთაბრძოლებში. UFC-ის მიერ განახლებულ Pound-for-Pound (P4P) რეიტინგში დვალიშვილმა ორი პოზიციით წინ წაიწია და ახლა უკვე მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი უკავია.
ამ შედეგით მერაბმა გადაასწრო ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურას, ლეგენდარულ ჯონ ჯონსს — სპორტსმენს, რომელიც წლების განმავლობაში პირველობას არავის უთმობდა და რომელსაც MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, P4P რეიტინგის ხუთეულში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაცაა.
1. ისლამ მახაჩევი
2. მერაბ დვალიშილი
3. ჯონ ჯონსი
4. ილია თოფურია
5. დრიკუს დუ პლესი