შესაძლოა, კარლო ანჩელოტი მილანში დაბრუნდეს » სპორტის ხაზი

შესაძლოა, კარლო ანჩელოტი მილანში დაბრუნდეს

შესაძლოა, კარლო ანჩელოტი მილანში დაბრუნდეს
გუშინ, 15:44
Aa Aa
გაზიარება:

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არსებობს შესაძლებლობა, რომ კარლო ანჩელოტი ახალი სეზონიდან მილანის მწვრთნელი გახდეს.

როგორც იცით, იტალიელ სპეციალისტს მადრიდის რეალში კარგი პერიოდი არ უდგას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარლო თანამდებობაზე დატოვონ.

რაც შეეხება მილანს, მწვრთნელის ცვლილება აქაც თითქმის გადაწყვეტილია. ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ სერჟიო კონსეისაო გაუშვას, ანჩელოტი კი ჩანაცვლების მთავარი კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ კარლო მილანში 2000-იანებში მუშაობდა და ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი