ბოლო თვეებში იწერებოდა, რომ ანტუან გრიზმანი სეზონის ბოლოს მადრიდის ატლეტიკოდან წასვლას გეგმავდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.
ჟურნალისტი მატეო მერეტო ამბობს, რომ ფრანგი ფეხბურთელი დიეგო სიმეონესთან კიდევ 2 წლით, 2027 წლამდე ითამაშებს.
წყაროს ცნობით, მხარეებმა გადაწყვეტილების შესახებ უკვე ერთმანეთს აცნობეს და დოკუმენტაციის მზადებაც დაწყებულია.