გუშინ ზოგიერთმა ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ დაწერა, რომ მადრიდის ატლეტიკო კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებით ინტერესდება.
ამის შესახებ შეკითხვა დიეგო სიმეონეს დაუსვეს, რომელმაც ყველა ჭორი გაფანტა და გულშემატკივარს სიმართლე უთხრა:
"რონალდუ ჩვენთან? - მე არასდროს მივსულვარ ხელმძღვანელობასთან და მისი შეძენა არ მითხოვია, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება."
"კრიშტიანუ მადრიდის ატლეტიკოში არასდროს ითამაშებდა, ისევე როგორც მე არასდროს ვიმუშავებდი რეალში მთავარი მწვრთნელის პოსტზე." - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა