ესპანეთის ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა ისაუბრა ფრანგი შემტევის ანტუან გრიზმანის შესახებ.
კოკე:"მე მჯერა,გრიზმანი იმიტომ არ იყო უფრო მაღლა ოქროს ბურთის რეიტინგში, რადგან ის თამაშობს ატლეტიკოში. გასულ და ამ სეზონში ის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია."
"ხმის მიცემის უფლება არ მაქვს, მაგრამ მართალია, სხვა გუნდში რომ ეთამაშა, ეს აღიარება ნამდვილად ექნებოდა“
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი "ატლეტიკოში" 2011 წლიდან ირიცხება. მან მოახერხა 427 შეხვედრის ჩატარება კლუბში