მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.
"გრიზმანი ჩემთვის ყოველთვის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ვიმედოვნებ, რომ ანტუანს კვლავ დარჩა მოტივაცია, განაგრძოს ატლეტიკოსთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანა.
როდესაც გრიზმანი კარგ ფორმაშია და მისთვის ყველაფერი კარგად მიდის, ეს გუნდზეც აისახება და მაშინვე შესანიშნავ თამაშს ვაჩვენებთ", - განაცხადა სიმეონემ.
ცნობისთვის, გრიზმანმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 14 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით მოახერხა.