ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე ტურში დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" მანუელ პელეგრინის "ბეტისს" ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში ჩოლოს გუნდმა 1:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ანტუან გრიზმანმა დუბლის გაფორმება მოახერხა, აქედან ერთ-ერთი გოლი კი, ფრანგმა ფეხბურთელმა პირდაპირ კუთხურის ნიშნულიდან გაიტანა (იხილეთ ვიდეო).
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" 23 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო "ბეტისი" მე-5 ადგილს 20 ქულით იკავებს.