ესპანური მედია მამარდაშვილზე: "ატლეტიკოში ობლაკის ნაცვლად" » სპორტის ხაზი

ესპანური მედია მამარდაშვილზე: "ატლეტიკოში ობლაკის ნაცვლად"

ესპანური მედია მამარდაშვილზე: "ატლეტიკოში ობლაკის ნაცვლად"
1-05-2024, 17:45
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკოში იან ობლაკის გზის გამგრძელებლად გიორგი მამარდაშვილს მიიჩნევენ.

"ატლეტიკოში დამდეგ ზაფხულს ცვლილებები იქნება, რაც სატრანსფერო პოლიტიკაზე აისახება. ბევრ სხვა პოზიციასთან ერთად, სიახლეები მეკარესთან დაკავშირებითაც იქნება. არის შანსი, რომ მერყევი სტატუსის მქონე ობლაკმა გუნდი დატოვოს, მის შესაცვლელად კი გუნდმა სხვადასხვა წინადადებები განიხილოს."

"მადრიდის ატლეტიკოსთვის ერთ-ერთი ვარიანტი გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ვალენსიაში მშვენიერ სეზონს ატარებს."

"ობლაკი ატლეტიკოში ერთ-ერთ ყველაზე ბევრს იღებს, გიორგის ტრანსფერი კი მადრიდელებს ძვირი არ უნდა დაუჯდეთ. ვალენსია ქართველში 25-30 მილიონ ევროს აიღებს",
- წერენ ესპანეთში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი